|
2019-03-28 16:06:58, 1449 ნახვა
საზოგადოება
ვიცე-მერი - ე.წ. ყვითელი სამარშრუტო ტაქსები ცენტრალურ ქუჩებზე აღარ იმოძრავებენ
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, ე.წ. ყვითელი სამარშრუტო ტაქსების ძირითადი ფუნქცია მეტროსთან და ავტობუსებთან დაკავშირება იქნება. ხმალაძის განმარტებით, ე.წ. ყვითელი სამარშრუტო ტაქსები დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე აღარ იმოძრავებენ. “მიკროავტობუსები გახდება ძირითად სატრანსპორტო საშუალებებთან - მეტროსა და ავტობუსებთან დამაკავშირებელი საშუალება. სავარაუდოდ, ეს იმას გაითვალისწინებს, რომ მიკროავტობუსები ცენტრალური ქუჩებიდან და გამზირებიდან შიდა საუბნო არეალებში გადავა. ცენტრალურ ქუჩებს მთლიანად მეტრო და მუნიციპალური ტრანსპორტი აითვისებს, რომელსაც სრულად აახლებს თბილისის მერია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განახლებაზე, ეს გარდაუვალი პროცესია, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს პროცესი მნიშვნელოვან ფაზაშია და უახლოეს პერიოდში წარმოდგენილი იქნება ანგარიში მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებასთან დაკავშირებით. მოდიფიცირება ყვითელი მიკროავტობუსების ქსელსაც შეეხება და ინტეგრირდება ძირითად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელთან", - აღნიშნა ხმალაძემ. კითხვაზე - თუ რა ვადებში მოხდება ე.წ. ყვითელი სამარშრუტო ტაქსების შიდა საუბნო არეალში გადატანა, ხმალაძემ აღნიშნა, რომ ვადებზე ვერ ისაუბრებს. “დღეს თარიღებზე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ ვცდილობთ უმოკლეს დროში განახლდეს", - დასძინა მან.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)