|
2019-03-28 14:21:25, 3097 ნახვა
მსოფლიო
აშშ და ნატო რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებენ
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ინფორმაციით, თეთრი სახლი და ნატო რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც პომპეომ განმარტა, ერთობლივი სანქციები მომავალ კვირაში ამოქმედდება და ისინი უკრაინაში კრემლის აქტივობას უკავშირდება. "იმედი მაქვს, რომ მომავალ კვირას შემეძლება გამოვაცხადო ახალი სანქციების შესახებ. ვაშინგტონში 3-4 აპრილს იგეგმება ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრების შეხვედრა და ალბათ შესაბამის განცხადებას სწორედ ამ სამიტის ფარგლებში გავაკეთებ", - განაცხადა მაიკ პომპეომ, თუმცა არ განმარტა უშუალოდ რა სახის სანქციებზეა საუბარი. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინაში, აზოვის ზღვასა და მთლიანად რეგიონში მიმდინარე პროცესებზე პასუხი უნდა აგოს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)