08:04 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-25 19:02:30, 1410 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ალიანსი არასდროს აღიარებს ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების -აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობას.

იენს სტოლტენბერგმა  საქართველოს მიერ გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილს გაუსვა ხაზი. ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსსა და ჩვენს ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის მრავალფეროვანი ინსტრუმენტები  არა მხოლოდ პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას, არამედ, უპირველესად საქართველოს შესაძლებლობის გაძლიერებასა და უსაფრთხოებას ემსახურება.

საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. ქართული მხარის შეფასებით, მიუხედავად მრავალი განსხვავებისა, ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას შორის არსებობს კონსენსუსი  ნატოში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში  განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და პროგრესის მდგრადობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ამ კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება.

იენს სტოლტენბერგმა დადებითად შეაფასა საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები და განაცხადა, რომ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. 

ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და ეს არის მკაფიო გზავნილი ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან.

 

(NS)





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics