|
2019-03-24 11:00:02, 1035 ნახვა
საზოგადოება
მარტვილის კანიონზე ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს ყველაზე პოპულარულ ეროვნულ პარკში - მარტვილის კანიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ ადგილზე დაათავლიერა. მარტვილის კანიონს 2018 წელს, 200 000 ვიზიტორი ესტუმრა. რომელთა შორის 40% ქართველი, ხოლო 60%- უცხოელი იყო. ახალი ტურისტული სეზონისთვის ადგილზე ეწყობა ახალი ექსტრემალური ატრაქცია ზიპ-ლაინი, რაც ადგილზე მოსულ სტუმარს საშუალებას მისცემს დამატებითი თავგადასავალი მოიწყოს. დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიზიტორების კომფორტი და უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, კანიონში ქვათა ცვენის ზონებში დამონტაჟდა დამცავი ბადეები, რემონტდება ხიდები და გადასახედი პლატფორმები, ეწყობა დამატებითი სველი წერტილები. 2018 წელი დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო. საქართელოს ეროვნულ პარკებს, რეკორდული რაოდენობის - 1 მილიონ ვიზიტორზე მეტი ესტუმრა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)