06:53 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-22 14:46:57, 1197 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - „ფეიქ პარტიების“ შექმნის პრობლემა შესაძლოა, კანონმდებლობით დარეგულირდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ საარჩევნო უბნებთან აგიტატორების დგომა, „ფეიქ დამკვირვებლების“ უბნებზე ყოფნა, ე.წ. შავი ფულის მოხვედრა საარჩევნო კამპანიაში, ასევე „ფეიქ პარტიების“ შექმნა და კიდევ რამდენიმე საკითხი კანონმდებლობით დარეგულირდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, „ფეიქ პატრიენი“ სერიოზული პრობლემაა და მათი გამოყენებით ხდებოდა, როგორც სახელმწიფო სახსრების, ასევე, უფასო საეთერო დროის მითვისება.

„იყო 25 000 წუთი სარეკლამო დრო გამოყოფილი, აქ ვგულისხმობ კომერციულს და არა კომერციულს, გადანაწილებული საარჩევნო სუბიექტებზე, ამ 25 000 წუთიდან სალომე ზურაბიშვილის და ასევე, მრეწველების, რომლებიც მხარს უჭერდნენ სალომე ზურაბიშვილს, იყო მთლიანად 2 400 წუთი. რეალურად, თუ ამის მონეტიზაციას მოვახდნეთ, დაახლოებით 50 მილიონამდე იყო ამ ყველაფრის საერთო ღირებულება. საიდანაც, შესაბამისად, ხუთი მილიონი იყო დაახლოებით მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის და 45 მილიონი იყო ოპოზიციის. ამ პირობებში ვხედავთ, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში საუბარია სალომე ზურაბიშვილის მატერიალურ უპირატესობაზე, მაშინ როდესაც, დაახლოებით ჰქონდა ათმაგი უპირატესობა ოპოზიციას",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics