22:27 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-22 09:56:42, 1388 ნახვა

სამართალი
სენაკში ყაჩაღებმა სათამაშო იარაღის გამოყენებით შოკოლადები წაიღეს

სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე  სუპერმარკეტი ,,მაგნიტი" დააყაჩაღეს.  მაღაზიის თანამშრომლის თქმით, ორმა ნიღბიანმა სავარაუდოდ, სათამაშო იარაღის გამოყენებით,  ფული მოითხოვა,   ხოლო როცა   თანამშრომლებმა   განაცხადეს, რომ სალაროში ფული არ იყო,  გასვლისას მათ ორი შოკოლადი  გაიყოლეს და შესასვლელი კარის შუშა ჩაამტვრიეს. - ინფორმაციას "იმედი" თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics