|
2019-03-21 15:06:37, 1883 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში პირველი ესთეტიკური მედიცინის პროდუქტების საწარმო აშენდება
მსოფლიოში ცნობილი „აპტოსის" ძაფების (გამოიყენება ესთეტიკურ მედიცინაში სახისა და სხეულის დასაჭიმად) გამომგონებელი ქართული კომპანია თბილისში, ორხევის დასახლებაში საწარმოს მშენებლობას იწყებს. დღეს, 21 მარტს, 16.50 საათზე, გივი ამილახვარის ქუჩა # 15-ში (ორხევის დასახლება) კაფსულის ჩადების საზეიმო ცერემონიას საქართთველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია დაესწრება. „აპტოსი" „აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარია, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს. აპტოსის ძაფები ქართული ინოვაციური გამოგონებაა, რომელიც 23 წლის წინ შეიქმნა, გერმანიაში იწარმოება და Made in Germany-ს სახელით ხვდება მსოფლიოს რამდენიმე ათეული ქვეყნის პლასტიკური და ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტების სამუშაო სივრცეში. ორხევში საწარმოს აშენების შემდეგ წარმოება მთლიანად საქართველოში გადმოვა და პროდუქტი „Made in Georgia"-ს წარწერით გავა როგორც უკვე არსებულ საერთაშორისო ბაზრებზე, ასევე ისეთ ქვეყნებშიც, როგორიცაა ბრაზილია, აშშ, კანადა, მექსიკა, ტაილანდი და სინგაპური. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ „აპტოსი" არის პირველი ქართული კომპანია, რომელსაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც ხაზს უსვამს მისი წარმოების ხარისხსა და საექსპორტო შესაძლებლობებს. „აპტოსმა" პირველი ესთეტიკური მედიცინის პროდუქტების საწარმოს ასაშენებლად და უახლესი ტექნოლოგიების შეძენისთვის, 2018 წლის თებერვალში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, ისარგებლა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით, რომლის საფუძველზეც კომპანიას გადაეცა 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო 2019 წლის მარტში, კომპანიამ ასევე ისარგებლა პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ორი წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში" განახორციელებს. საწარმო 2020 წლის დეკემბერში ამოქმედდება და პირველ ეტაპზე 100 ადამიანს დაასაქმებს, პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 15 მლნ. ლარს შეადგენს.
(NS)
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)