05:42 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-21 13:18:29, 1221 ნახვა

პოლიტიკა
ადა მარშანია დეპუტატებს - რა გეშველებათ თქვე უბადრუკებო

"საქართველოს პატრიოტთა" ალიანსის წევრი ადა მარშანია გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ გუშინდელ განცხადებას და ირაკლი კობახიძე მწვავედ გააკრიტიკა.

"თქვენ რა გაბედეთ გუშინ და რა მითხარით, მართლა ცუდი სმენადობაა ამ პარლამენტში, რაღაცა თვალის ჩაპაჭუნებაზე ბრძანეთ, მე ყრუადღებაც არ მიმიქცევია, თურმე რა გითქვამთ ეს ხმაურში. ღმერთმა დაგიფაროთ, რომ გაგიჟდეს "საქართველოს პარტიოტთა ალიანსი" შეუერთდეს "ნაციონალურ მოძრაობას" და შემდეგ რა გეშველებათ, თქვე უბადრუკებო",-მიმართა მარშანიამ კობახიძეს.

როგორც მარშანიამ აღნიშნა, დღეს პარლამენტში ერთადერთი აფხაზი დეპუტატია, რაც ქვეყნის არასწორი პოლიტიკის შედეგია.

„მე იმიტომ კი არ მითქვამს და შემიხსენებია თქვენთვის ერთადერთი აფხაზი დეპუტატი ვარ საქართველოს პარლამენტში, რომ მესარგებლა თურმე ამ უნიკალურობით. ეს უნიკალური ტრაგედია და უბედურებაა ჩემს თავს, ქალბატონო თეა მინისტრო. თუ თქვენ გგონიათ, რომ მართლა დაიმსახურეთ თქვენი თანამდებობა? ჩვენს ნაბრძოლზე ხართ იმ თანამდებობაზე და თქვენც წაიბრძოლეთ რაღაც ერთი წელი, დარბოდით რუსთაველზე. ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ ახლა ნამდვილად ზედმეტად ემოციური განცხადება გამომივიდა“, – განაცხდა ადა მარშანიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics