|
2019-03-20 17:52:58, 1591 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია: ბელარუსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში დიდ პერსპექტივებს ვხედავთ
„ბელარუსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში ძალიან დიდ პერსპექტივებს ვხედავთ, რაც ბევრ მნიშვნელოვან მიმართულებასთან ერთად, გულისხმობს ერთობლივი პროექტების განხორციელებას, მათ შორის მედიცინის სფეროში", - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ ბელარუსის საქმიან საბჭოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის მოადგილესთან, მიხაილ რუსისთან ერთად ესწრებოდა, რომელიც ბელარუსის დელეგაციასთან ერთად საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. გიორგი ქობულიას თქმით, ბელარუსი საკმაოდ განვითარებულია ქირურგიასა და ქირურგიული მოწყობილობების სექტორში, შესაბამისად, საუბარი ასევე შეეხო ერთობლივი ქირურგიული ცენტრის შექმნას. „ჩვენ უკვე გვაქვს წარმატებული თანამშრომლობის კარგი მაგალითები - მათ შორის არის ტრაქტორების წარმოება, რომლებიც ჩვენთან, ბელარუსისა და საქართველოს ერთობლივ საწარმოში ეწყობა, ასევე ბელარუსული წარმოების ხარისხიანი ლიფტები, რომლებიც, პრაქტიკულად, ლოკალიზებულია საქართველოში ანუ მასალებიც კი ჩვენს ქვეყანაში იწარმოება. გარდა ამისა, საუბარია კომბაინური ტექნიკის წარმოებაზე და სხვა მრავალ მიმართულებაზე, რომლებიც, ვფიქრობთ, ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს განვითარების კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადაიყვანს", - აღნიშნა მინისტრმა. გიორგი ქობულიას შეფასებით, ბელარუსი არის საქართველოსთან კულტურულად და გეოგრაფიულად ახლო ქვეყანა, რაც, მინისტრის თქმით, საქართველოს მოსახლეობას კიდევ უფრო უადვილებს ბელარუს კოლეგებთან და ბიზნესმენებთან ურთიერთობას. „საკმაოდ დიდი ინვესტიციები იქნება განხორციელებული ასევე ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში - ეს არის სარკინიგზო ტრანსპორტი, ასევე საბორნე მიმოსვლა უკრაინის პორტებთან, რომელიც რეგულარული გვინდა გავხადოთ", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
(NS)
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)