|
2019-03-20 15:50:53, 1022 ნახვა
საზოგადოება
წულუკიანი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პირველი საჯარო დაწესებულებაა რეგიონში, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არის პირველი საჯარო დაწესებულება საქართველოში და ამ რეგიონში, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისს განაცხადა. წულუკიანმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „პირველი საჯარო დაწესებულება საქართველოში, და ამ რეგიონში, ამ სიტყვით ფართო გაგებით, გახლავთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა. დღევანდელი მონაცემებით 2 მილიონი ტრანზაქცია უძრავ ქონებებზე არის სწორედ ამ დაცულ სივრცეში განთავსებული. ეს პილოტური პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუკი ვიქნებით საკმარისად გაბედულები და მოტივირებული, რაც, იუსტიციელებს არ აკლიათ, ჩვენ შევძლებთ, რომ სანოტარო მომსახურებაშიც დავნერგოთ ეს უსაფრთხო ტექნოლოგია, გარდა იმისა, რომ სამეწარმეო რეესტრსა და უძრავ ქონებაზე ტრანზაქციების მიმართულებით ეს ტექნოლოგია გავაძლიეროთ", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)