02:28 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-20 14:40:43, 1136 ნახვა

საზოგადოება
ზაზა გაბუნია - იმედია „არილის“ და „საუნჯის“ გამოცემისთვის სამინისტრო შეძლებს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას

 „იმედს გამოვთქვამ, რომ „არილის“ და „საუნჯის“ უწყვეტად და სრულფასოვნად გამოცემისთვის სამინისტრო შეძლებს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიამ განაცხადა.

 მისი თქმით, ამ საკითხზე ექნება კომუნიკაცია განათლების მინისტრთან, მიხეილ ბატიაშვილთან და იმედს გამოთქვამს რომ სამინისტრო გამონახავს შესაძლებლობას ჟურნალების „არილის“ და „საუნჯის“ უწყვეტი გამოცემისთვის.

„ორივე ლიტერატურული ჟურნალი ასრულებს დიდ და მნიშვნელოვან როლს თანამედროვე ლიტერატურული პროცესების ასახვის და გამოხატვის საქმეში და მე დარწმუნებული ვარ, მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ჩვეული გულისხმიერებით მოეკიდება ამ საკითხს და ამ მნიშვნელოვან ლიტერატურულ ჟურნალებს მომავალშიც ექნება სახელმწიფოს მხრიდან ურყევი და სათანადო მხარდაჭერა“, - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics