02:28 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-20 11:40:07, 972 ნახვა

საზოგადოება
დამატებით 12 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან

თბილისის მერიამ დედაქალაქში დამატებით ის 12 ქუჩა განსაზღვრა, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილებში შეეძლებათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კერძოდ, მიკროავტობუსები გაჩერებას ქეთევან დედოფლის, თამარ მეფის, აკაკი წერეთლის, დავით გურამიშვილისა და გრიგოლ რობაქიძის გამზირებზე, ასევე,  ნუცუბიძის, ცოტნე დადიანის, სულხან ცინცაძის, ვაჟა ჩაჩავას ქუჩა, პეტრე ქავთარაძის, აწყურისა და ჯავახეთის ქუჩებზე მხოლოდ გაჩერებებზე შეძლებენ.

„ზუსტად ერთი წლის თბილისის მერიამ მიკროავტობუსებისთვის რეგულაციები აამოქმედა. ადრე, მიკროავტობუსებს ჰქონდათ უფლება და შესაძლებლობა, სადაც მოესურვებოდათ, ყველგან გაეჩერებინათ. ეს ქალაქში ყველანაირი თვალსაზრისით, პრობლემას წარმოადგენდა. ჩვენ შარშან, როდესაც ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ, 14 ცენტრალური ქუჩა შევარჩიეთ. ეს იყო ერთგვარი საპილოტე პროექტი და მიკროავტობუსების მძღოლები დავავალდებულეთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილებში გაეჩერებინათ. ამ რეგულაციებმა გაამართლა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ანალოგიური მიდგომა დამატებით, 12 ცენტრალურ ქუჩაზე გავრცელდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, გზის ნებისმიერ მონაკვეთში მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერება მოქალაქეებს უბიძგებს, ქუჩა საფრთხის შემცველ მონაკვეთებშიც გადაჭრან, რაც პირველ რიგში, მათი უსაფრთხოებისთვის და ზოგადად, მძღოლებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

„ძალიან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდებოდა აღნიშნულის გამო და საცობების თვალსაზრისითაც, დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ეს ყველაფერი უნდა დავარეგულიროთ და მისი მოწესრიგება ეტაპობრივად უნდა მოხდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

 

(NS)

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics