02:28 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-19 18:09:43, 1172 ნახვა

საზოგადოება
ილია ელოშვილი ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი,  მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

ილია ელოშვილმა  თბილისში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს დამდეგი დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელ ხალხსა და ქართველებს  მრავალსაუკუნოვანი მეგობრული თანაცხოვრება  აკავშირებთ. 

„გაზაფხულის და განახლების ამ გამორჩეულ დღესასწაულს ვულოცავ  არა მხოლოდ აზერბაიჯანელ ხალხს, არამედ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს.  ყველა მათგანს  ბედნიერებას, მშვიდობას და კეთილდღეობას ვუსურვებ. ამასთან, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლიერება გამოვხატო იმ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც  ჩვენი აზერბაიჯანელი მეგობრებისგან მუდმივად ვგრძნობთ“, - განაცხადა ილია ელოშვილმა. 

ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი, ახალი წლის დღესასწაულია.  მუსლიმები 21 მარტს დღისა და ღამის გათანასწორების, დედამიწის გამოცოცხლებისა და სიცოცხლის დაწყების დღედ მიიჩნევენ.  ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ყველა ოჯახში მწვანე ჯეჯილი უნდა იყოს. ასევე, იღებება კვერცხები და ცხვება ტკბილეული.

ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულის სახით 2010 წლიდან აღინიშნება.    

მერის მოადგილესთან ერთად ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან  ჯაფარიძე.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics