|
2019-03-19 10:30:46, 1556 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია: ჰონგ კონგის ბიზნესის წარმომადგენლები ჩვენი ეკონომიკის რამდენიმე სექტორის შესწავლით არიან დაინტერესებული
„იმედი გვაქვს, ჰონგ კონგი გახდება ჩვენი მნიშვნელოვანი სავაჭრო და ბიზნესპარტნიორი", – ეს განცხადება გიორგი ქობულიამ ჰონგ-კონგის ბიზნესდელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელსაც ჰონგ კონგის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანი ხელმძღვანელობს. ჰონგ კონგის საქმიანი წრეების წარმომადგენლები საინვესტიციო შესაძლებლობების შესასწავლად საქართველოში იმყოფებიან. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაცია ეცნობა იმ ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობებს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის ისეთ საკვანძო სექტორებში, როგორებიცაა ინვესტიციები, ტურიზმი, მეწარმეობა და ა.შ. „ჰონგ-კონგის ბიზნესდელეგაციამ გამოხატა დიდი დაინტერესება ჩვენი ქვეყნის მრავალი სექტორით, ბევრი კითხვა იყო ენერგეტიკის, წარმოების, ტექნოლოგიების, IT-ის სექტორების მიმართულებით. მათ ძირითადად აინტერესებთ, თუ რით არის გამორჩეული ჩვენი ქვეყნის ბიზნესგარემო, რით ვჯობივართ ან რით გავუწევთ კონკურენციას სხვა ლოკაციებს მათი ბიზნესის გასავითარებლად. ამ კითხვებზე ჩვენგან მიიღეს საკმაოდ დეტალური პასუხები, გამოხატეს კმაყოფილება და ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს. იმედი გვაქვს, რომ ჰონგ კონგი გახდება ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო და ბიზნესპარტნიორი მომავალში" - განაცხადა გიორგი ქობულიამ. ჰონგ-კონგის ბიზნესდელეგაცია საქართველოში 18 მარტს ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით გაიმართა ბიზნესფორუმი Investment Opportunities in Georgia, სადაც ჩატარდა მნიშვნელოვანი პრეზენტაციები საქართველოს ბიზნესგარემოს, საინვესტიციო პოტენციალის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი სამთავრობო პროგრამების, ასევე სააგენტოს საქმიანობის შესახებ. ვიზიტის ფარგლებში ჰონგ-კონგის დელეგაცია ეწვევა სხვადასხვა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს თბილისსა და ფოთში და შეხვდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებელი კორპორაციის წარმომადგენლებს.
(NS)
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)