05:11 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-18 17:27:18, 1790 ნახვა

რეგიონი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში ეროვნული სანავიგაციო პროექტის საველე–აღწერითი სამუშაოები დასრულებულია

ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საველე ოპერატორებმა  აღწერითი სამუშაოები  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში დაასრულეს.  სულ, 45 სოფელში აღწერილია 17137 მიწის ნაკვეთი, 31762 შენობა-ნაგებობა, 17137 სამისამართო ერთეული, 1054 ინტერესის ობიექტი და 824 საგზაო ნიშანი.  ამჟამად საველე სამუშაოები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარეობს.

სოფლის ტიპის დასახლებული პუნქტების საველე აღწერა ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტის მეორე ეტაპია.  პროექტის პირველ ეტაპზე, ქალაქისა და დაბის ტიპის ყველა დასახლებული პუნქტი აღიწერა.   საჯარო რეესტრის საველე ოპერატორები სოფლებში პლანშეტური კომპიუტერებით  გამოყენებით მუშაობენ და   როგორც სანავიგაციო, ისე სამისამართო მონაცემებს ერთიანად, ციფრულ ფორმატში  აღწერენ.

ეროვნული სანავიგაციო სისტემა მომხმარებელს  ინფორმაციის მოძიებას, ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას გაუადვილებს. სანავიგაციო სისტემებსა და ციფრულ რუკებზე გამოსახული ინტერესის ობიექტები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცილებით ცნობადი და იოლად მოსაძებნი გახდება, რაც ტურიზმის განვითარებას, ქვეყნის პოპულარიზაციას და ადგილობრივ ბიზნესს შეუწყობს ხელს.  რაც შეეხება მოწესრიგებულ სამიმართო სისტემას,  მოსახლეობითვის ისეთი სერვისების მიწოდება გაუმჯობესდება, როგორიცაა პიროვნების, ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოციალური დახმარებების ადმინისტრირება, ფოსტა, სახანძრო, სამართალდაცვითი ღონისძიებები, სასწრაფო დახმარება და სხვა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics