03:07 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-18 12:55:12, 1244 ნახვა

საზოგადოება
მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე სესიაშვილის ინიციატივაზე - შევეცდებით ეს კანონი არ შევიდეს ძალაში

 „არ შეიძლება რომელიმე რელიგიური ორგანიზაცია იყოს უპირატესი“, - ასე გამოეხმაურა  მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე პარლამენტის წევრ, ირაკლი სესიაშვილის ინიციატივას, რომლითაც სასულიერო პირები, გარდა მართლმადიდებლებისა, სამხედრო სამსახურის გადავადებით ვეღარ ისარგებლებენ.

მისი შეფასებით, ეს ინიციატივა არის არადემოკრატიული, არღვევს თანასწორობის პრინციპის და იკვეთება დისკრიმინაციული მიდგომა სხვა რელიგიური კონფესიის მიმართ.

 „ის კანონპროექტი, რომელიც დღეს სავარაუდოდ დარეგისტრირდება საკანონმდებლო ორგანოში, ვფიქრობ, რომ არის ძალიან სერიოზული პრობლემის შემცველი, განსაკუთრებით დისკრიმინაციული. არ შეიძლება რომელიმე რელიგიური ორგანიზაცია უპირატესი იყოს სხვა რელიგიურ ორგანიზაციასთან მიმართებაში ისეთ ქვეყნებში როგორიც ვართ ჩვენ, დემოკრატიულ ქვეყნებში, სეკულარულ ქვეყნებში და მე ვფიქრობ, სეკულარიზმის, დემოკრატიის მთავარი პრობლემაც არის ერთგვარი. თუ ეს გავა და კანონად იქცევა, ჩვენ შევეცდებით მივმართოთ ყველა სამართლებრივ გზას, რათა ეს კანონი არ შევიდეს ძალაში“, - განაცხადა  ტარიელ ნაკაიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics