03:07 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-16 14:38:53, 1185 ნახვა

საზოგადოება
ქაცარავა - ამ ეტაპზე რუსების ყოფნა ხურვალეთში არ დაფიქსირდა - მადლობა ჩვენს ხელისუფლებას

 „რუსების ყოფნა ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ დაფიქსირდა. გუშინდელი მათი შემოსვლა დასრულდა მათი უკან დაბრუნებით. ამისათვის მადლობა ჩვენს ხელისუფლებას“, - ამის შესახებ  ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა დავით ქაცარავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ხურვალეთში „ძალა ერთობაშია“-ს  4 წარმომადგენელი და ჟურნალისტები შეუშვეს. ისინი ტერიტორიაზე პოლიციის ავტომობილებით შევიდნენ და არსებულ ვითარებას გაეცნენ.

„სადამკვირებლო ჯგუფი ხურვალეთში, ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, საიდანაც შეძლეს ენახათ რა ხდებოდა. რაც თვალშისაცემი და ძალიან უცნაური იყო, ორივე ბაღის ჯამური ტერიტორიის დაახლოებით, 70-80% გაწმენდილი იყო. 2 დღის წინ ეს ტერიტორია გაწმენდილი არ ყოფილა. ამ ტერიტორიის დასუფთავება გუშინ მოხდა, ვის მიერ, ეს ჩემთვის უცნობია. ჩვენი ჯგუფის იქ ყოფნის პერიოდში დაფიქსირდა ორი "პიკაპის" ყოფნა. ასევე ზედა შემოვლითი გზიდან დაფიქსირდა საინჟინრო მანქანის შემოსვლა. ეს არის იმ ფაქტების ჩამონათვალი, რაც სადამკვირებლო ჯგუფმა დააფიქსირა.  რუსების ყოფნა ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ დაფიქსირდა. გუშინდელი მათი შემოსვლა დასრულდა მათი უკან დაბრუნებით. ამისათვის მადლობა ჩვენს ხელისუფლებას, რომელმაც ამისათვის ყველა ბერკეტი გამოიყენა და მოახერხა რუსების უკან დახევა. მე ვფიქრობ, რომ გაწმენდილი ბაღის ტერიტორია იმაზე მეტყველებს, რომ რუსები ამზადებენ ნიადაგს იმისთვის, რომ შემდეგში სწრაფად, მარტივად მოახერხონ ამ ბაღების ბორდერიზაცია, ანუ მავთულხლართებში მოაქციონ“, - აღნიშნა ქაცარავამ.

შეგახსენებთ, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ხურვალეთში რუსი სამხედროები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და მოსახლეობის კუთვნილ ბაღებში განთავსდნენ. ხურვალეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა და  ოკუპანტების ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა არ დაადასტურა. სუს-მა ასევე ყველას მოუწოდა, პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეეკავებინათ. ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოეკიც გამოხმაურა. მან აღნიშნა, რომ ახალი ბორდერიზაციის კუთხით, მოქმედებები არ შეიმჩნეოდა და არც ინციდენტი დაფიქსირებულა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics