20:48 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-21 10:31:32, 526 ნახვა

საზოგადოება
მოხალისეებს შედარებით მსუბუქ ობიექტებზე გადაანაწილებენ

მოხალისეების შედარებით მსუბუქ ობიექტებზე გადანაწილების გეგმა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები განიხილეს საგანგებო შტაბის  სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა მოხალისეებს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა და ინფორმაცია, მათი გადაყვანის შესახებ, შტაბის წევრებისგან მოისმინა.

„მოხალისეების ჩართულობამ სულ სხვა მუხტი შექმნა, თუმცა რისკები მატულობს და ჩვენ ძალიან ვნერვიულობთ ახალგაზრდებზე. სიცხეებია, მძიმე სამუშაო. ხუთი დღის განმავლობაში მათ ძალიან მაგრად იმუშავეს, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავუხადოთ“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ამინდის ცვლილებითაც დაინტერესდა, თუმცა, როგორც გარემოს დაცვის მინისტრმა განმარტა, უამინდობას სერიოზული პრობლემები არ გამოუწვევია.
მთავრობის მეთაურმა ასევე თბილისის მერისგან მოისმინა ინფორმაცია გზის აღდგენასა და სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის ბინებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
დავით ნარმანიას ინფორმაციით, სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან აცილების მიზნით, მოკლევადიან პერიოდში, გზის გამაგრებითი სამუშაოები და ჩაწყვეტილი ნაწილის აღდგენა განხორციელდება, ხოლო გრძელვადიანი გეგმით, ვერეს ხეობაში ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვა იგეგმება.
რაც შეეხება დაზარალებულ ოჯახებს, დედაქალაქის მერის ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან გაყვანილი 110 ოჯახიდან, უმეტესობა, სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, დაბრუნებას შეძლებს, ხოლო 10-მდე ოჯახი, რომელთა სახლები აღდგენას არ ექვემდებარება, ან რისკის ზონაში მდებარეობს, განსახლების გეგმაში მოექცევა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები - საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ახალი პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics