20:47 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-20 17:18:41, 742 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრს შვეიცარიელი სოციალური მუშაკები ესტუმრნენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ შვეიცარიის ბერნის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის პროფესორები და სტუდენტები ესტუმრნენ.

ცენტრის ინფორმაციით, სტუმრები საქართველოში სოციალური მუშაობისა და სოციალური მომსახურებების მიმართულებებს ეცნობიან.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სამმართველოს უფროსის ნინო ბისეიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე სტუმრები   საქართველოში მართლმსაჯულების მიმართულებით სოციალური მუშაობით  დაინტერესდნენ.

„დანაშაულის პრევენციის ცენტრის საქმიანობის გაცნობის გარდა, მნიშვნელოვანი დრო  ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელებაში სოციალური მუშაკის საქმიანობას დაეთმო. ევროპელ კოლეგებს  გავაცანით მართლმსაჯულების მიმართულებით ჩვენთან არსებული პრაქტიკა, მუშაობის სპეციფიკა. შვეიცარიაში არსებული პრაქტიკის შესახებ კი მათგან მოვისმინეთ ინფორმაცია. შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზეც“, - განაცხადა ნინო ბისეიშვილმა.

შვეიცარიის ბერნის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის რვაკაციანი დელეგაცია თბილისში საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მოწვევით იმყოფება.

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია. პროგრამის განხორციელებაში ჩართულია 25 სოციალური მუშაკი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები - საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ახალი პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics