|
2019-03-14 10:38:11, 1417 ნახვა
საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახური 134 ვაკანსიაზე ღია კონკურსს აცხადებს
იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მოქმედი სპეციალური პენიტენციური სამსახური 134 ვაკანსიაზე ღია კონკურსს აცხადებს. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი. იმისათვის რომ, წარსულისგან განსხვავებით, დეპარტამენტი შესაბამისი განათლებისა და პროფესიის მქონე პირებით დაკომპლექტდეს, სოციალური მუშაკის 23 ვაკანსიაზე ღია კონკურსი გამოცხადდა. ასევე, რეორგანიზაციის ფარგლებში ორად გაიყო გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველო. მათ ნაცვლად ჩამოყალიბდა გარე დაცვის მთავარი სამმართველო და ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველო, ხოლო ამ უკანასკნელს შეუერთდა ყოფილი სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველო. შედეგად, ესკორტის ოფიცერთა (ყოფილი ბარდაგები/გუშაგები) კორპუსი გაიზარდა და მათი ოდენობა განისაზღვრა 555 საშტატო ერთეულით, რომელთაგან 60-მდე პოზიცია კონკურსის წესით შეივსო, 400-მდე საშტატო ერთეული ყოფილი თანამშრომლებით დაკომპლექტდა, ხოლო 111 ვაკანტურ ადგილზე ღია კონკურსი გამოცხადდა. აქედან 89 ესკორტის ოფიცრის, ხოლო 22 ესკორტის ოფიცერი მძღოლის ვაკანსიაა. მოცემულმა ცვლილებებმა და სიახლეებმა საბოლოოდ თავიდან უნდა აგვაცილოს ისეთი შემთხვევები, როდესაც სასამართლო პროცესების ჩაშლა ან გადადება ხდებოდა პატიმართა ბადრაგირების შეუძლებლობის გამო. 134-ვე პოზიციაზე კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვინც მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ესკორტის ოფიცრებს სახელმწიფო უზრუნველყოფს სპეციალური ფორმით და კვებით (24-საათიანი მორიგეობისას). სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში არსებულ 134 ვაკანსიაზე საკონკურსო განაცხადი შეგიძლიათ იხილოთ და შეავსოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54369?active=1 სოციალური მუშაკი - შემთხვევის მმართველი (7 ვაკანტური ადგილი) – https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54358?active=1 https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54359?active=1 https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54360?active=1 https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54375?active=1 https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54361?active=1 სოციალური მუშაკი - შემთხვევის ადმინისტრატორი (6 ვაკანტური ადგილი) - https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54355?active=1 https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54352?active=1 https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54349?active=1 ფსიქოლოგი (9 ვაკანტური ადგილი) - https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54372?active=1 https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54373?active=1 https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54374?active=1 https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54363?active=1 https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54362?active=1 - ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველო -111 ვაკანტური ადგილი ესკორტის ოფიცერი (89 ვაკანტური ადგილი )- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54356?active=1 https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54354?active=1 https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54353?active=1 https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54351?active=1 https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54350?active=1 ტრანსპორტის განყოფილების ესკორტის ოფიცერი (22 ვაკანტური ადგილი) - https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54348?active=1
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)