|
2019-03-13 12:15:39, 885 ნახვა
საზოგადოება
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ფართებით დაკმაყოფილების ინტერესთა გამოხატვაში ოთხმა კომპანიამ გაიმარჯვა
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში ოთხმა კომპანიამ გაიმარჯვა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული მიმართულებით, 3000-ზე მეტი ოჯახია დაზარალებული და ქალაქის მთავრობა მათ ამ პრობლემის მოგვარებას დაპირდა. „ძალიან მნიშვნელოვანია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ფართებით დაკმაყოფილება, რაც ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს. ეს ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და ქალაქის მმართველობაში მოსვლისთანავე, ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ. დაზარალებულია 3000-ზე მეტი ოჯახი და ჩვენ მათ პირობა მივეცით, რომ ამ პრობლემას აუცილებლად მოვუგვარებდით. ცხადია, თავიდან არავის სჯეროდა იმიტომ, რომ ეს ადამიანები წლების განმავლობაში გაწბილებული იყვნენ. მათ დაპირებებს არავინ უსრულებდა“, - აღნიშნა თბილისის მერმა. კახა კალაძის თქმით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები იღებენ ვალდებულებას, რომ 200-მდე დაზარალებული ოჯახი საცხოვრებელი ფართებით დააკმაყოფილონ. „ჩვენ უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. დიდ დიღომში ოთხ ლოკაციაზე გამოცხადებული გვქონდა ინტერესთა გამოხატვა და ოთხი გამარჯვებული კომპანია გვყავს. ისინი იღებენ ვალდებულებას, რომ აღნიშნული პროექტები განახორციელონ და ფართებით დაახლოებით, 200-მდე დაზარალებული ოჯახი დააკმაყოფილონ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროექტი გრძელდება და აღნიშნული პრობლემა სრულად მოგვარდება.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)