04:45 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-13 12:03:29, 923 ნახვა

საზოგადოება
თბილისში მცხოვრებ 20 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა

დედაქალაქში მცხოვრებ 20 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება. 

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ოჯახებისთვის ფართების დაკანონება წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია 20 ოჯახს ფართებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცემს.

„საცხოვრებელ ფართებს, სადაც ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობენ,  ბიუროკრატიული პრობლემების გამო, ვერ იკანონებენ.ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება და ძალიან ბევრ ოჯახს მივანიჭეთ ეს ბედნიერება. დღეს20 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა, მათგან 18 ოჯახს ჭიჭინაძის ქუჩაზე, ერთ ოჯახს ვარკეთილი 3-ის მეოთხე მიკრორაიონში, ხოლო ერთ ოჯახს ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების დაკანონება მიულოცა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics