|
2019-03-12 11:44:00, 1099 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი გამარჯვებულ პარასპორტსმენებს აეროპორტში დახვდა
აშშ-ში, პენდელტონის საზღვაო ქვეითთა ბაზაზე გამართულ „საზღვაო ქვეითთა თამაშებიდან“ დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი საქართველოში 38 მედლით დაბრუნდა. პარასპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დახვდნენ. თავდაცვის მინისტრმა ქართველ სამხედროებს გამარჯვება პირადად მიულოცა. ლევან იზორიამ დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს საერთაშორისო ტურნირში წარმატებით ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულ მებრძოლებს ფულადი ჯილდოც გადაეცემათ. პენდელტონის საზღვაო ქვეითთა ბაზაზე გამართულ შეჯიბრებებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 12-კაციანმა გუნდმა 38 მედალი მოიპოვა. 24 თებერვლიდან 10 მარტის ჩათვლით ჩატარებულ ტურნირში, რომელშიც 7 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი იყო ჩართული, ქართველმა სამხედროებმა სპორტის 8 სახეობაში წარმატებით იასპარეზეს, მათ შორის - მჯდომარე კალათბურთში, ცურვაში, სროლაში, მშვილდოსნობაში, ნიჩბოსნობაში, ეტლით სირბილში და ველოსპორტში. პარასპორტსმენებმა 20 - ოქროს, 10 - ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედალი აიღეს. საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ამერიკის საზღვაო ქვეითების ყოველწლიურ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა მეხუთედ მიიღეს. ქართველმა დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედროებმა „საზღვაო ქვეითთა“ თამაშებში გასულ წელსაც იასპარეზეს და საქართველოში 20 მედლით დაბრუნდნენ.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)