05:41 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-08 10:52:05, 1304 ნახვა

საზოგადოება
ბეთანიაში გზების მოწესრიგებაზე ვაკის რაიონის გამგეობა 1 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს

ვაკის რაიონის გამგეობის მიერ ბეთანიაში მიმდინარე წელს გზების მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი, - ამის შესახებ ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ დედაქალაქის მერის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას განაცხადა, სადაც მოქალაქე დავით ჩიქოვანის დასმულ შეკითხვას უპასუხა.

როგორც მან აღნიშნა, საგზაო პროექტებზე 1 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

„ბეთანიის შიდა გზები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. წინა წლების განმავლობაში ბეთანიაში გზების მოწესრიგებას ხელი შეუშალა 2015 წელს მომხდარმა სტიქიამ, ჩამოშლილი იყო წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზა. წელს კი ვაკის რაიონის გამგეობას დაგეგმილი აქვს მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები.  კერძოდ, ასათიანის, ლებანიძის, ორბელიანის და სხვა ქუჩების რეაბილიტაცია, რომელიც რამდენიმე თვეში დაიწყება“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics