08:07 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-07 18:49:16, 1658 ნახვა

რეგიონი
დავითაშვილი: რაჭის რეგიონიდან ყურძნის გატანის შეზღუდვაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის

 „2019 წლის რთვლის დროს, რაჭის რეგიონიდან „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ჯიშების ყურძნის რეგიონიდან გატანის შეზღუდვაზე საბოლოო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის“, -ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლის დროს განაცხადა.

მინისტრის თქმით, მომზადდა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც 2019 წლიდან ნედლეულის რეგიონიდან გატანის შეზღუდვას  და ადგილზე გადამუშავებას გულისხმობს.

„ეს იყო ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნა, რომ ადგილწარმოშობის ღვინის „ხვანჭკარის“ სანედლეულო ყურძნის ჯიშების „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ გადამუშავება ადგილზე მომხდარიყო. მომზადდა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც  გულისხმობდა 2019 წლიდან ნედლეულის რეგიონიდან გატანის შეზღუდვას  და ადგილზე გადამუშავებას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით,  აღნიშნული მიზნის მისაღწევად, რამდენიმე წლის წინ დაიწყო ღვინის საწარმოების საგრანტო დაფინანსების პროგრამა, რათა გაზრდილიყო ადგილზე ტექნიკური შესაძლებლობები.

„შედეგად, გაიხსნა რამდენიმე ახალი მარანი, თუმცა ბოლო შეფასებით, ადგილზე არსებულ საწარმოების რესურსი 700 ტონას აღწევს. გასულ წელს რაჭის რეგიონში 1500 ტონამდე „ალექსანდროული“ და „მუჯურეთული“ გადამუშავდა.  ამ ფონზე, აღნიშნული სიმძლავრეების გათვალისწინებით, ადგილობრივ მოსახლეობას ყურძნის ჩაბარების პროცესში სირთულეები შეექმნება. ამიტომ, ამაზე კიდევ უნდა ვიმსჯელოთ, რათა მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები. ამ თემაზე მუშაობა და დიალოგი ადგილობრივ მოსახლეობასთან ამ ეტაპზეც გრძელდება“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics