19:40 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-19 18:46:59, 430 ნახვა

საზოგადოება
დავით ბაქრაძემ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფრმაციო ცენტრის აჭარის განახლებული ბიურო გახსნა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე გოცაძემ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფრმაციო ცენტრის აჭარის განახლებული ბიურო გახსნეს.

ბიურო აჭარის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდასა და მათი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში აქტიურად ჩართვას შეუწყობს ხელს. საინფორმაციო ცენტრის ახალი ოფისი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტშია განთავსებული.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპული საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იგორ სლობოდნიკი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი იანოშ ჰერმანი, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ და საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი.

საქართველოს მასშტაბით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ  საინფორმაციო ცენტრის  ოთხი რეგიონული ბიურო ფუნქციონირებს: სამეგრელოს, აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში. წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კიდევ რამდენიმე  ბიუროს გახსნა იგეგმება. 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფრომაციო ცენტრის რეგიონული ბიუროები საქართველოში სლოვაკეთის საელჩოს ფინანასური მხარდაჭერით გაიხსნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics