06:28 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-07 17:32:33, 1365 ნახვა

საზოგადოება
დავითაშვილი: საქართველოში ბიოპროდუქტების მწარმოებლების ფინანსური მხარდაჭერა იგეგმება

ბიოწარმოების მხარდაჭერისა და სტიმულირების მიზნით, საქართველოში ბიოპროდუქტების მწარმოებლების ფინანსური მხარდაჭერა იგეგმება, - ამის შესახებ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას აღნიშნა.

„ბიოწარმოების ხელშეწყობა არის მწვანე ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი. აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია გაიმართება უახლოეს პერიოდში.  ფერმერებს დავეხმარებით, რომ მათ  ბიოწარმოების განვითარება შეძლონ. ჩვენ დავეხმარებით როგორც წარმოებისა და კონსულტაციების ნაწილში, ისე სერტიფიცირების ეტაპზე, რომ მოხდეს ბიოწარმოებაზე გადასვლა. ეს არის ძვირი და რისკიანი მიმართულება და სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერის გარეშე მისი განხორციელება რთული იქნება“,  - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის მიზნებია: 5 წლის განმავლობაში ბიოპროდუქციის წარმოების ფართობების ზრდა 5,000 ჰა-მდე, 2000-მდე ბიომეურნეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, არსებული და ახალი ბიომეურნეობების სერტიფიცირების ხელშეწყობა, ბიოპროდუქციის ცნობადობისა და პოპულარიზაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება, ბიომწარმოებელთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამაღლება, კვალიფიციური კადრების მომზადება/გადამზადება ბიო-წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics