|
2019-03-07 15:05:55, 1403 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველო ლიეტუვის სამაგალითო გზას მიჰყვება
საქართველოს და ლიეტუვას პრეზიდენტებმა ვილნიუსში პირისპირი და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ ქართული და უცხოური მედიისათვის პრესკონფერენცია გამართეს. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს და ლიეტუვას მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს. საქართველოს პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე გაიხსენა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, დალია გრიბაუსკაიტეს ვიზიტი საქართველოში და ქართველი ხალხისადმი, დამოუკიდებლობის დღის ქართულ ენაზე მილოცვა და აღნიშნა, რომ ეს არის სიმბოლო პატივისცემისა და მეგობრობისა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს დღეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის იმ გზის გავლა უწევს, რომელიც უკვე გაიარა ლიეტუვამ, ამ გზაზე ლიეტუვა საქართველოს წინ მიდის, ეს გზა საქართველოსათვის სამაგალითო გზაა, გზა ნატო-სა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს ლიეტუვის მეგობრობა და მხარში დგომა სჭირდება, - ,,მეტი ევროპა საქართველოში, მეტი საქართველო ევროპაში'', - ამ მიმართულებით მოძრაობს საქართველო, რაც ნიშნავს საქართველოს ევროკავშირის პროგრამებში მაქსიმალურ ჩართულობას. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველომ იცის, რომ ნატოსთან მიმართებაში პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, თუმცასაქართველოს სრული მზადყოფნა აქვს, სამხედრო, თუ რეფორმების კუთხით, საქართველო გადასულია გადამწყვეტ ეტაპებზე. საქართველოს პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ საუბრისას, ვიზიტის ფარგლებში, კიბერუსაფრთხოების სფეროში განზრახულობათა დეკლარაციის ხელმოწერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის განუხრელი მხარდაჭერისთვის, ტატუნაშვილი- ოთხოზორიას სიასთან მიმართებაში სანქციების თაობაზე, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისათვის. როგორც ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ განაცხადა, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ძალიან დიდი მიღწევები აქვს - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა, - ეს საქართველოს მიღწევებია, თუმცა დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობა და მათი განხორციელების ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია: საქართველომ უნდა განაგრძოს სვლა სასამართლო სისტემის რეფორმების მიმართულებით და თანმიმდევრულად მიჰყვეს ანტიკორუფციულ გზას. დალია გრიბაუსკაიტემ ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობის მნიშვნელობას. ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სურვილს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და გლობალური უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით ძალიან მაღალ დონეზეა შეფასებული და საქართველოს პატივს სცემენ ამ თანამშრომლობისათვის. დალია გრბაუსკაიტეს განცხადებით, როცა საქართველო მზად იქნება, ნატო-ს კარიც გაიღება. დემოკრატიის ხარისხის მოთხოვნა, ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნაა, საქართველოს საშინაო დავალების შესრულებას მიჰყვება და ამ გზაზე ლიეტუვა მუდმივად დაეხმარება მას. ლიეტუვა საქართველოს გვერდით დგას ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)