23:26 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-07 12:56:06, 1433 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ბატიაშვილი გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ის შესაძლოა თანამდებობაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჩაანაცვლოს.

მისი თქმით, ამ მხრივ საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.

„ამას ვერანაირად ვერ დაგიდასტურებთ. არანაირ ცვლილებებზე საუბარი არ არის. მუშაობა მიმდინარეობს იმ ცვლილებებზე, რაც დღეს დავაანონსეთ“,- განაცხდა ბატიაშვილმა.

ბატიაშვილის განმარტებით, ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედის განათლების სფეროზე მიმართვა ისტორიული გადაწყვეტილებაა.

„ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. საქართველო ამ ციფრით მოხვდება ისეთ უმნიშვნელოვანეს ქვეყნებში, როგორიც არის კორეა, ფინეთი, სინგაპური და ა.შ. რესურსების გარეშე თავისთავად შეუძლებელია ვისაუბროთ ამ სფეროში გარდატეხის მოხდენაზე. ეს ციფრი მიღწეული იქნება 2022 წლისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად მოხდება გაზრდა“, - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics