05:56 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-06 12:59:32, 1555 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი: ხორავას ქუჩის ტრაგედია, ჩვენს ქვეყანაში დაგროვილი სიძულვილის და ერთმანეთის გაუტანლობის შედეგია

"დეზინფორმაციის, ცილისწამების, სიძულვილის ენის, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ნიაღვარი უნდა შევაჩეროთ", - ამის შესახებ საქარტველოს პრეზიდენტმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე პირველი მოხსენების დროს, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ქვეყანაში ბევრი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება, რაც შემდგომში, ზურაბიშვილის შეფასებით, მოსახლეობის აზროვნებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. 

"ძალადობრივი გარემო თითოეული ადამიანის ცხოვრებაში აღწევს. საზოგადოება ელოდება ამ ვითარების ჩაცხრობას. მას სჭირდება დამშვიდება და შერიგება. ეს შეუძლებელი იქნება, თუკი რაიმე ფორმით ცივილურ ჩარჩოებში არ მოვაცევთ საინფორმაციო და სოციალურ ქსელებში განვითარებულ პროცესებს - დეზინფორმაციის, ცილისწამების, სიძულვილის ენის, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ნიაღვარი უნდა შევაჩეროთ. როდესაც მედია სივრცე სავსეა დამახინჯებული და ყალბი ცნობებით, ჩნდება უნდობლობა ყველანაირი ინფორმაციის მიმართ. ამის შედეგად შესაძლოა საზოგადოება ინფორმაციის მიღმა დარჩეს, რაც მას ანალიზის საშუალებას ართმევს და გზას უხსნის შეთქმულების თეორიებს და აყალიბებს ძალადობრივ გარემოს. სწორი ინფორმაციის გარეშე დემოკრატიული გარემო ვერ შენარჩუნდება. უმძიმესი ტრაგედია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოხდა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში დაგროვილი სიძულვილის და ერთმანეთის გაუტანლობის შედეგია. იმ რეალობაში როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის დეფიციტია, საზოგადოება და პირველ რიგში ახალგაზრდება ჩვენგან მაგალითს ელოდებიან. საზოგადოებრივი თანხმობა არის ამ მოლოდინზე ერთადერთი პასუხი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილი. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics