23:28 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-06 13:04:47, 1450 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: ზურაბიშვილი არის გაყალბებული არჩევნებისა და ამომრჩეველზე ზეწოლის სიმბოლო

 „სალომე ზურაბიშვილი არის გაყალბებული არჩევნების, ამომრჩეველზე ზეწოლის, მასობრივი მოსყიდვის სიმბოლო, მას არ აქვს ხალხის მანდატი და სწორედ ამიტომ, „ევროპული საქართველო“ იყენებს პოლიტიკური ბოიკოტის უფლებას და არ ესწრება მის გამოსვლას პარლამენტში“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საკანონმდებლო ორგანოში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით განაცადა.

დავით ბაქრაძემ ის მიზეზები განმარტა, რის გამოც პარტიამ სალომე ზურაბიშვილს ბოიკოტი გამოუცხადა და პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა.

„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის სიმბოლო გაყალბებული არჩევნების, არის სიმბოლო იმ არჩევნების, რომელიც ჩატარდა ამომრჩეველზე მასობრივი ზეწოლით, ამომრჩევლის მასობრივი მოსყიდვით, რომელიც ჩატარდა კრიმინალური და ქუჩის ელემენტების ჩართულობით. არის სიმბოლო იმ არჩევნების, რომელსაც წითელ ხაზად გასდევდა სიძულვილის ენა და ოპონენტების მიუღებლობა.  არავინ დღემდე არ დასჯილა ძალადობის მოსყიდვის და სხვა დარღვევების გამო. არავინ დღემდე პასუხს არ აგებს იმ უმძიმესი დასკვნების გამო, რომლებიც საერთაშორისო  ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს საქართველოსთან დაკავშირებით. არავინ პასუხს არ აგებს იმ ზიანის გამო, რომელიც მიადგა ქართულ დემოკრატიას და საქართველოს იმიჯს. სწორედ ამიტომ, ევროპული საქართველო იყენებს პოლიტიკური ბოიკოტის უფლებას და ჩვენ, პროტესტის ნიშნად, არ ვაპირებთ დავესწროთ დღეს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას, რადგან სალომე ზურაბიშვილი გახდა სიმბოლო იმ არჩევნების, როდესაც არჩეულ პირს არ აქვს ხალხის მანდატი და ეს არჩევნები არ იყო ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვა. მიგვაჩნია ეს არის ერთადერთი მორალურად და პოლიტიკურად გამართლებული ნაბიჯი“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics