16:00 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-06 10:14:06, 1801 ნახვა

სამართალი
გორში 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

გორში 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება.

სასამართლო პროცესი ამჯერად, რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების ნაცვლად, თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე ჩატარდება.

 დღევანდელ პროცესზე კი, მხარეები შესავალი სიტყვებით წარსდგებიან.ადვოკატი ეჭვქვეშ აყენებს ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც საქმეში დევს და რომლის მიხედვით, იაგო ნებიერიძის დნმ-ის კვალი გორში მოკლული 9 წლის ბავშვის ცხედარზეა აღმოჩენილი.

ნებიერიძემ მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმის ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით განხილვაზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის გოგონა 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics