22:26 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-05 20:07:06, 1410 ნახვა

პოლიტიკა
იოჰანეს ჰანი - საქართველოს მოქალაქეები ევროპაში თავშესაფარს ვერ მოიპოვებენ

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რაიმე რისკს ვერ ვხედავ, თუ საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება მცირედ ხარვეზებს გამოასწორებს, - ამის შესახებ ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ბრიუსელში, ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან ქართულ მედიას მოუწოდა, მოქალაქეების ინფორმირება მოახდინონ იმის თაობაზე, რომ ევროპაში თავშესაფარს ვერ მოიპოვებენ. ჰანის განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი ისაა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევა.

„ვიზალიბერალიზაცია იყო ერთ-ერთი კონკრეტული მიღწევა და ვერ ვხედავ რაიმე რისკს, თუ საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება გარკვეულ ხარვეზებს გამოასწორებს. ძალიან მნიშვნელოვანია მედიის როლიც ამ მიმართულებით, რადგან მედიამ უნდა მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება, რომ თავშესაფრის ძიება არ იქონიებს შედეგს ევროკავშირში, იმიტომ რომ საქართველო მიიჩნევა უსაფრთხო ქვეყნად. რადგან ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში 600 000 ადამიანი შემოვიდა ჩვენს ტერიტორიაზე და მხოლოდ რამოდენიმე ათასი აკეთებდა განაცხადს თავშესაფარზე, ეს მასშტაბები თავისას ამბობს. მინდა მოგიწოდოთ, მედიის წარმომადგენლებმა თქვენი შესაძლებლობები გამოიყენოთ და საზოგადოებას აცნობოთ, რომ ევროპაში თავშესაფარს ვერ მოიპოვებენ“, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics