|
2019-03-05 16:55:24, 1478 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში სტიქიის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს
ჩუღურეთის რაიონში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ჩუღურეთის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე ბუხაიძის N36-ში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნულ მისამართზე, სადაც ცხრა ოჯახი ცხოვრობს, სახლის დაზიანებული სახურავი ახლით შეიცვლება. სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ეტაპობრივად განხორციელდება. „თებერვალში ძლიერი ქარის შედეგად, ხუთ მისამართზე საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა, ორ მისამართზე კი, კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა. სტიქიის დროს, გამგეობის თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. დაზიანებული ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად, სრულად აღდგება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანიები ასრულებენ.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)