22:24 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-05 12:14:43, 1469 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპულმა საქართველომ“ TBC-ს საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით დეპუტატების ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

"ევროპული საქართველო" "თიბისი ბანკის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

ოპოზიციის წევრებმა კომისიის შექმნის მიზნით, ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყეს. 

მისივე თქმით, ხაზარაძის მიერ შს მინისტრის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები კონკრეტული ბიზნესის საქმეს სცილდება. 

„ეს გახლავთ ძალიან მაღალი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმე, ვინაიდან "თიბისი" ბანკი წარმოადგენს ამ ქვეყნის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტს, ხოლო ანაკლიის პორტს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკის და საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ამიტომ თემა, რომელიც უკავშირდება საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხს, რა თქმა უნდა, უნდა იყოს საპარლამენტო კომისიის განხილვის შედეგი. მეორე - ბრალდებები, რომელიც გუშინ მოვისმინეთ მამუკა ხაზარაძისგან წარმოადგენს ძალიან სერიოზულ ბრალდებებს მაღალი თანამდებობის და უმაღლესი თანამდებობის პირების წინააღმდეგ. ბრალდებები, რომელიც გუშინ იყო, სცილდება "თიბისი" ბანკის თემას, სცილდება კონკრეტული ბიზნესმენების თემას და წარმოადგენს ძალიან მძიმე სურათს ქვეყანაში სისტემური დანაშაული, რომელშიც ჩართული არიან უმაღლესი თანამდებობის პირები", - განაცხადა ბაქრაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics