08:02 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-01 12:18:43, 1246 ნახვა

საზოგადოება
ქართული პროდუქცია პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, ოთხ შოურუმში იქნება წარმოდგენილი

28 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 17 ქართველი დიზაინერის პროდუქცია საფრანგეთში, ქალაქ პარიზში პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, ოთხ შოურუმშიიქნება წარმოდგენილი.

ღონისძიება, რომელიც წელიწადში ოთხჯერ იმართება, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია დამსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დაახლოებით 100 კომპანიასა, 130 ცნობილ შემსყიდველს (ე.წ ბაიერი) და პრესის წარმომადგენელს მასპინძლობს.

სააგენტოს ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, შოურუმში შემდეგი ქართველი დიზაინერების ბრენდები იქნებაწარმოდგენილი: „BLIKVANGER”, “KANCHAVELI”, “LAKO BUKIA”, “KETI CHKHIKVADZE”, “GEORGE KEBURIA”, “JANASHIA”, “LALO”, “0711 TBILISI”, “ANOUKI”, “Dalood”, “TAMUNA INGOROKVA”, “LIYA”, AKA NANITA”, “MATURELLI”, “LADO BOKUCHAVA”, “TIKO PAKSA”, “ALEKSANDRE AKHALKATSISHVILI”.

შოურუმის ფარგელებში თითოეული ბრენდის წარმომადგენელსა თუ დიზაინერს საშუალება ექნება პროდუქცია ცნობილ შემსყიდველებს (ე.წ ბაიერებს) გააცნონ, დაამყარონ ბიზნესკავშირები პოტენციურ დამკვეთებთან და მოახდინონ წარმოებული პროდუქციის, როგორც პოპულარიზაცია ასევე საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზაცია.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე.

 

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics