08:45 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-01 12:08:46, 1298 ნახვა

საზოგადოება
ინსპექტორი - ცესკო-ს სიას ე.წ. სესხის ამომღები ორგანიზაციები და კერძო დეტექტივები აქტიურად იყენებენ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ვებგვერდზე ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემების (ფოტოსურათის, რეგისტრაციის მისამართისა და მასთან ერთად ამავე მისამართზე რეგისტრირებული პირების შესახებ) სხვა მიზნებით გამოყენების არაერთი შემთხვევა გამოვლინდა.

ინსპექტორის აპარატის ცნობით, აღნიშნულ ბაზას აქტიურად იყენებენ ე.წ. სესხის ამომღები ორგანიზაციები და კერძო დეტექტივები.

„მართალია, ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადამოწმებისთვის განკუთვნილ გვერდზე მითითებულია, რომ: „ვებგვერდი განკუთვნილია მხოლოდ ამომრჩეველთათვის საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადასამოწმებლად!“, თუმცა კანონმდებლობა არ შეიცავს დათქმას გამოქვეყნებული მონაცემების შემდგომი დამუშავების შეზღუდვის თაობაზე.

ცესკოს ვებგვერდზე - voters.cec.gov.ge, პირადი ნომრისა და გვარის მითითების და ე.წ. „მე არ ვარ რობოტი  reCAPTCHA“ უსაფრთხოების ველის მონიშვნის შემდეგ დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი ხდება ამომრჩევლის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, სახელი, გვარი, ფოტოსურათი, დაბადების თარიღი და მისამართი. ტექნოლოგიური შესაძლებლობების ზრდასთან ერთად მითითებული უსაფრთხოების მექანიზმი შესაძლოა, არ აღმოჩნდეს საკმარისი ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავებისგან სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ანგარიშში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics