|
2019-02-28 15:05:33, 1276 ნახვა
პოლიტიკა
გაბუნია: მოხარული ვარ, რომ იაპონიის ელჩმა რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი ყველაზე ახლო პარტნიორად დაასახელა
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ, იაპონიის ელჩის რეზიდენციაში მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ხელმოწერის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. როგორც მან განაცხადა, იაპონიის ელჩმა რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი ყველაზე ახლო პარტნიორად დაასახელა. „ჩვენ მომსწრე ვართ ქართულ-იაპონური ურთიერთობების გაზაფხულის, მათ შორის აქ, გაზაფხულის ქუჩაზე და გლობალურ მასშტაბშიც - ქართველები მიდიან იაპონიაში და ხდებიან ოძეკები და საქართველოში ჩამოდიან მაგალითად ქართული ანბანით აღფრთოვანებული იაპონელი ახალგაზრდები, რომლებიც ამდიდრებენ ჩვენს გამოცდილებას. ჩვენ მომსწრე ვართ ქართულ-იაპონური კავშირების და თანამშრომლობის გაძლიერების ქართული საექსპორტო პროდუქტის, მდგრადი განვითარების პოლიტიკის, ეკოლოგიის, მწვანე ეკონომიკის და სხვა ბევრ საკითხში და მიმართულებაში და ამაში განსაკუთრებული როლი რა თქმა უნდა იაპონიის ელჩს და იაპონიის საელჩოს აქვს. ჩვენს კომიტეტს და საელჩოს აქვს ძალიან აქტიური პარტნიორული ურთიერთობა, რაც მე ძალიან მახარებს და მე მინდა ბატონ ელჩს და იაპონელ ხალხს მადლობა გადავუხადო იმ თვალსაჩინო მხარდაჭერისთვის, რასაც მათი სახელმწიფო სხვადასხვა სფეროს განვითარებისთვის საქართველოს მიმართ იჩენს მოხარული ვარ, რომ ბატონმა ელჩმა რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტი სახელმწიფო უწყებებიდან ყველაზე მდგრად და ახლო პარტნიორად დაასახელა მინდა მივესალმო ინიციატივას ამ შესანიშნავი პროექტების განხორციელების შესახებ, რომელთაც დღეს მოეწერება ხელი. და წარმატებებს ვუსურვებ მუნიციპალიტეტებს და ორგანიზაციებს, რომლებიც იქნებიან ბენეფიციარები ამ გადაწყვეტილებებისა“, - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)