08:45 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-28 13:18:45, 1177 ნახვა

საზოგადოება
ჟორჟოლიანი - უმრავლესობაში ჩვენი ყოფნის რესურსი ამოიწურა, დარჩენილია ტექნიკური გაყრა

ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის გია ჟორჟოლიანის განცხადებით, მათი უმრავლესობაში ყოფნის რესურსი პრაქტიკულად ამოწურულია.

როგორც ჟორჯოლიანმა განმარტა, "სოციალ-დემოკრატები"  უმრავლესობას უახლოეს პერიოდში დატოვებენ და მხოლოდ ტექნიკური საკითხების მოგვარებაა დარჩენილი. 

“უმრავლესობაში ჩვენი ყოფნის რესურსი თანდათან იწურება. ვფიქრობ, რომ ამოიწურა ტაქტიკურად და დროის ამბავია როდის გაფორმდება ეს ამბავი და ეს არ არის თვეების ამბავი, ეს არის  უფრო მალე. შეიძლება კვირის ან კვირების ან დღეების", - განაცხადა ჟორჯოლიანმა. 

დეპუტატის თქმით, მისი პოლიტიკური ძალა ითანამშრომლებთ ყველასთან, ვინც მათ იდეებს გაითვალისწინებს გარდა “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოსი”. 

"ჩვენ “ნაციონალური მოძრაობის” დროინდელ რეპრესიებსა და ავტორიტარიზმს მიუღებლად მივიჩნევთ და ამ საკითხში სხვებთან ერთად ვართ, მაგრამ რაც შეეხება ეკონომიკურ პოლიტიკას, ჩვენ მოვითხოვთ რევოლუციურ ცვლილებებს, რასაც მიგვაჩნია, რომ ხალხი მხარს უჭერს. ამიტომ უმრავლესობაში მსჯელობისა და დისკუსიის რესურსი ამოწურულია და გვინდა ფართო საზოგადოების მხარდაჭერა მოვიპოვოთ, რამაც 2020 წელს უნდა უზრუნველყოს ისეთი პარლამენტი, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის სასიკეთო ცვლილებებისთვის მზად იქნება”, - აღნიშნა მან. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics