|
2019-02-28 09:27:44, 1316 ნახვა
პოლიტიკა
აბრამსი: ვენესუელაში ინტერვენციაზე ბრალდებები მიუღებელია რუსეთისგან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული
გაეროს უშიშროების საბჭოში ვენესუელის კრიზისთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ვენესუელის საკითხზე, ელიოტ აბრამსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხსაც შეეხო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვენესუელაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და ჰუმანიტარული ვითარების შესახებ დებატებზე აშშ-ის წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებს გამოეხმაურა. "სრულიად მიუღებელია რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩვენი მისამართით გამოთქმული ბრალდება, ვენესუელაში სამხედრო ინტერვენციასთან დაკავშირებით. ეს მიუღებელია იმ ქვეყნისგან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი და ასევე უკრაინის ტერიტორია - ყირიმი. განცვიფრებული ვარ საბჭოზე ამ ბრალდების მოსმენით“, - განაცხადა ელიოტ აბრამსმა. მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებს, დახმარების თხოვნით მიმართა ქვეყნის ლეგიტიმურმა ხელისუფალმა, ხუან გუაიდომ, ხოლო, რუსეთის დახმარება განკუთვნილია არა ხალხისთვის, არამედ მადუროს რეჟიმისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)