07:25 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-27 17:04:52, 1453 ნახვა

კომენტარი
რუდი TBC-ზე - იმან, თუ როგორ გადაწყდება საკითხი, შესაძლოა, საინვესტიციო კლიმატზე დიდი გავლენა მოახდინოს

იმან, თუ როგორ განვითარდება პროცესები „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით, შესაძლოა, საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე დიდი გავლენა მოახდინოს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბედ რუდმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ანაკლიის პორტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროექტი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ შეერთებული შტატებისთვისაც მნიშვნელოვანია.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის და მისი ეკონომიკისთვის, არამედ შეერთებული შტატებისთვის, რადგან პროექტში მნიშვნელოვანი ამერიკული კომპანიები მიიღებენ დიდ მონაწილეობას. იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი შესრულდება. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს TBC ბანკის გარშემო მიმდინარე პროცესებს. იმან, თუ როგორ განვითარდება პროცესები, შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე“, - განაცხადა ელიზაბედ რუდმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics