09:26 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-26 13:30:12, 887 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა ქაღალდის სეპარირებული შეგროვების კონკურსში გამარჯვებული სკოლები დააჯილდოვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ქაღალდის სეპარირებული შეგროვების კონკურსში გამარჯვებული სკოლები დააჯილდოვა, მოსწავლეებს შესაბამისი სერტიფიკატები და თემატური პრიზები გადასცა.

მინისტრმა ქვეყნაში ნარჩენების მდგარდი მართვის საჭიროებაზე ისაუბრა და ყურადღება ნარჩენების მართვის კოდექსსა და სამინისტროს გრძელვადიანი ნარჩენების მართვის სტრატეგიის მნიშვნელობაზე გაამახვილა.  

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კონკურსი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) -ის მიერ, USAID ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში- ფაზა II (WMTR II) ფარგლებში გაიმართა.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს სამ რეგიონში - კახეთი, აჭარა, შიდა ქართლი და  ხელს უწყობს ქვეყანაში ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზებას და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას.

აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილე 135 სკოლამ ჯამურად 53 ტონა მაკულატურა შეაგროვა. მათგან კი, შეგროვებული ქაღალდის ნარჩენის რაოდენობის მიხედვით 7 გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო „მწვანე კომპანიების“ ნაწარმი პროდუქცია. მათ შორის, საქართველოში წარმოებული გადამუშავებული ქაღალდისგან დამზადებული ნივთები.

ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე და USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი ვერონიკა ლი ესწრებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics