12:38 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-25 18:02:43, 1776 ნახვა

სამართალი
სასამართლომ მირზა სუბელიანი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლო, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანი პატიმრობაში დატოვა. 

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, 5 000-ლარიანი გირაოთი შეცვლილიყო არ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე სუბელიანის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. 

სასამართლო სხდომა 4 მარტს დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით განახლდება. 

შეგახსენებთ, რომ  ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება   მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1571 -ე მუხლის პირველი ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics