20:03 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-25 14:53:57, 1136 ნახვა

პოლიტიკა
გია ჟორჟოლიანმა შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს

დეპუტატი გია ჟორჟოლიანი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას გეგმავს, - ამის შესახებ ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც გია ჟორჟოლიანმა აღნიშნა, მისი გადაწყვეტილების შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უკვე იცის. ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ის ბიძინა ივანიშვილს დღეს შეხვდა. 

„ვილაპარაკეთ ქვეყნის პოლიტიკის აქტუალურ პრობლემებზე. განსაკუთრებით სოციალურ -ეკონომიკის პრობლემებზე. ჩვენი ხედვები კარგა ხანია ცნობილია. არ იძვრება ეს საკითხები. ერთ კანონპროექტს ალბათ დღეს შევიტან მე, რომელიც ამ საკითხთან არის დაკავშირებული. ასევე უახლოეს მომავალში შეიძლება რამდენიმე კანონპროექტი მოჰყვეს და ამათი განხილვა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი აზრით.  რომ გითხრათ, დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ეს საკითხები დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს, არ მაქვს. ასე რომ უფრო სავარაუდოა, რომ ჩვენ ალბათ მივალთ იქამდე , რომ ჩვენ რესურსს ამოვწურავთ უმრავლესობაში და დამოუკიდებელ მოქმედებას დავიწყებთ. ჩვენ ისედაც ვფიქრობდით არჩევნებში დამოუკიდებელ მონაწილეობას. მაგრამ შეიძლება ეს პროცესი უფრო დაჩქარდეს და უფრო ადრე დავტოვოთ უმრავლესობა“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics