|
2019-02-21 17:01:48, 5147 ნახვა
ევროპის ამბები
ინაშვილი მურუსიძეს და ჩინჩალაძეს: თქვენ ამ სისტემიდან წახვალთ!
"ქართული ოცნების" ყველა ის წარმომადგენელი, ვინც უღალატა ქართველ ხალხს, უღალატა 2012 წლის ბრძოლას და იდეალებს, დღეს მელაპარაკებით იმაზე, რომ თურმე არანაირი უხერხულობა არ არის იმაში, რომ მურუსიძე, ჩინჩალაძე და გვრიტიშვილი იყვნენ უვადო მოსამართლეები. თქვენ ის კონფერენციები, რომელიც ჩაატარა ამ კორპუსმა თუ ნახეთ?! ეს იყო კომუნისტური პარტიის ყრილობები. თქვენ ამითი უნდა მიხვედრილიყავით, რომ სასამართლოში რაღაც ძალიან ცუდი ხდება. ეს ერთი ხმა, ეს ერთი უნისონი, არავითარი საწინააღმდეგო აზრი უკვე სახიფათოა ჩვენი მართლმსაჯულებისთვის, უკვე სახიფათოა ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის. კიდევ ერთი ნიუანსი - საკუთარი ნებით კი არ ფიქრობენ სისტემიდან წასვლას, რომ მოდი ახალ მოსამართლეებს გზა გავუხსნათ, ისინი ხედავენ რა მაღალია მათდამი უნდობლობა, მაგრამ მაინც რქებით გვაწვებიან, აქვთ იმედი, რომ პარლამენტში ჰყავთ ლობისტები, პარლამენტს გარეთ ჰყავთ ლობისტები და ჰგონიათ, რომ მარადიულები არიან. მინდა ვუთხრა მურუსიძესაც, ჩინჩალაძესაც - თქვენ ამ სისტემიდან წახვალთ! როგორ წახვალთ?! ეს სულ სხვა თემაა. პირველ რიგში წახვალთ არა ამ პარლამენტის გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, წახვალთ სამოქალაქო პროტესტის გზით, რომელსაც ჩვენ უცილებლად დავიწყებთ ყველა სასამართლოსთან. მინდა გამოსვლა ერთი შეხსენებით დავასრულო - სააკაშვილსაც ეგონა, რომ მარადიულია და სააკაშვილსაც ეგონა, რომ მას ვერავინ მოერევა, ახლა ბოკერისაც იგივე ჰგონია, ყველას ასე ეგონა, მაგრამ ვისაც ასე ეგონა, და ვისაც ასე ჰგონია, ყველას მინდა შევახსენო, რომ არასდროს დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. ამ ქვეყანას არ ჩავუგდებთ კლანჭებში იმ ადამიანებს, რომლებიც კლავდნენ თავიანთი განაჩენებით უდანაშაულო მოქალაქეებს".
ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" თავმჯდომარე ირმა ინაშვილი. პარლამენტის პლენარული სხდომა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)