17:48 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-20 18:41:52, 1355 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია - ვერავინ გამრიცხავს, ამ ტონით არავინ მელაპარაკება

მე ვერავინ გამრიცხავს, არავის აქვს იმხელა უფლებამოსილება, რომ ჩემთან დაკავშირებით ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბესელია დღეს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

ამასთან, დეპუტატი პარტიიდან წასვლია ან დარჩენის გადაწყვეტილებას კანონპროექტის კენჭისყრის შემდეგ მიიღებს.

„დახურული შეხვედრების თაობაზე ნუ ვისაუბრებთ, არ არის ეს ისეთი თემა, რომელზეც საჭირო იყოს საჯაროდ საუბარი. არ მინდა ამ თემაზე საუბარი.

მე ვერავინ გამრიცხავს, ასეთი საუბარი ჩემთან -  გაგრიცხავ და ა.შ. ამის უფლებას თავს არავინ აძლევს, ამის უფლება არ აქვს არც პარლამენტის თავმჯდომარეს და არც პოლიტსაბჭოს წევრებს. ასეთი რამ არ უთქვამს პარტიის ლიდერსაც, პარტიის თავმჯდომარეს, არავინ მელაპარაკება მე ამ ტონით და ამ ფორმით“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics