11:00 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-20 17:56:41, 1379 ნახვა

საზოგადოება
ლევან იზორია მედიის წარმომადგენლებთან ერთად I ქვეით ბრიგადას ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტის - „მედია ჯარში“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მედიის სხადასხვა წარმომადგენელთან ერთად, გორში, I ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზას ესტუმრა.

ლევან იზორიამ და მედიის წარმომადგენლებმა I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის პირად შემადგენლობასთან ერთად ჯარისკაცის ულუფა დააგემოვნეს.

თავდაცვის მინისტრი ჟურნალისტებთან ერთად სამხედრო ბაზის სამზარეულოში სადილის მომზადების პროცესს დაესწო და საწყობში პროდუქტების მარაგი დაათვალიერა.

პროექტი - „მედია ჯარში“ უწყების გამჭვირვალობისა და თავდაცვის ძალებში მიმდინარე პროცესების, ასევე სამხედრო მოსამსახურეების ყოველდღიური ცხოვრების შესახებ მედიის წარმომადგენლებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას ისახავს მიზნად.

კამპანიის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი მედიის წარმომადგენლებთან ერთად პერიოდულად საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა სამხედრო ბაზას ეწვევა. სტუმრები სამხედრო მოსამსახურეების დღის წესრიგს, სასწავლო პროცესს, საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა თუ სხვა სიახლეებს უშუალოდ ადგილზე გაეცნობიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics