11:01 - 18 Aug, 2026
|
2019-02-20 17:13:43, 1523 ნახვა
საზოგადოება
„ცენტრ პოინტსა“ და M2-ს შორის შეთანხმება ვერ შედგა
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, "ცენტრ პოინტსა" და M2-ს შორის შეთანხმება ვერ შედგა. ხმალაძის განმარტებით, შეთანხმებას რამდენნიმე მიზეზის გამო ვერ მიაღწიეს, თუმცა კონკრეტულად რა იყო დავის საგანი, არ დაუკონკრეტებია. „აქ ყველაზე მთავარი არის ის, რომ მუნიციპალიტეტი არ გაჩერდება ამ პროცესში, მანამ, სანამ რაღაცა, ასე ვთქვათ, ნორმალური, კარგი და საღი სცენარი არ დაიდება და არ მოხდება შეთანხმება“, - განაცხადა ხმალაძემ. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისულების აღკვეთა შეუფარდა. გამოძიება მათ 11 მილიონ ლარზე მეტის მითვისებას ედავება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)