19:55 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-20 11:45:28, 1328 ნახვა

ეკონომიკა
დავითაშვილი: ბიზნესექტორთან თანამშრომლობა ხელს უწყობს აქტუალური საკითხების წამოჭრას და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, დამსაქმებელთა ასოციაციის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, 100-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მიმდინარე, დაგეგმილი აქტივობები და ახალი რეგულაციები განიხილეს.

 „ჩვენ რეგულარულად ვხვდებით ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს. სამინისტროს მანდატი ბევრ მიმართულებას მოიცავს, შესაბამისად, კითხვები რომლებიც ბიზნეს აქვს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ახალი ეტიკეტირების წესი, რომელიც სურსათთან დაკავშირებით მომხმარებლის მაქსიმალურად ინფორმირებას გულისხმობს“, -  განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე, რაც პლასტიკის პარკების აკრძალვას ეხება.  მონაწილეებმა სურსათის ეტიკეტირების წესთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციაზეც იმსჯელეს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ბიზნესსექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა ხელს უწყობს აქტუალური საკითხების წამოჭრას და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას.

„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ის შედეგები, რომლებიც გასულ წელს დაფიქსირდა სოფლის მეურნეობის პროექტებთან მიმართებაში. ასევე, აქტუალური იყო ის საკანონმდებლო მოთხოვნები, რომლებიც სავალდებულო ხდება. ინფორმაცია მოვისმინეთ იმ ახალი ინიციატივებისა და პროექტების შესახებ, რომლებიც სამინისტროს აქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბიოწარმოების ხელშეწყობა, რაც აქტუალურია მთელ მსოფლიოში და მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროში კონკრეტული პროგრამა შემუშავდა აღნიშნული მიმართულებით“, - განაცხადა დამსაქმებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ელგუჯა მელაძემ.

შეხვედრა დამსაქმებელთა ასოციაციის პროგრამის „ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან“ ფარგლებში გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბიზნესსექტორის წარმომადგენელების შეკითხვებს უპასუხა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics