11:01 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-19 11:54:38, 969 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ თბილისის მერიის ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო. 

თბილისის მერმა სტუდენტებს, როგორც მერიის მიერ დაგეგმილ ახალგაზრდულ პროექტებში მონაწილეობა, ასევე, მათივე ინიციატივების წარდგენა შესთავაზა.  

„დედაქალაქის მუნიციპალიტეტი  სხვადასხვა მიმართულებით გარკვეულ თანხებს ხარჯავს. თუმცა ჩვენ გვინდა უფრო ეფექტურები ვიყოთ, ეს თანხები სწორად დაიხარჯოს. მზად ვართ იმისთვის, რომ ამ ყველაფერში თქვენი ჩართულობა უზრუნველვყოთ, წარმოვადგინოთ პროექტები, რომელიც საინტერესო იქნება ახალგაზრდებისთვის, ქალაქის განვითარებისთვის. ახალგაზრდების როლი და ჩართულობა, პირადად ჩემთვის, ქალაქისთვის, ჩვენი გუნდისთვის, მთავრობისთვის, არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ ახალგაზრდებში, დიდ რესურსს, რომელიც სწორად და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა იქნას გამოყენებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

შეხვედრას 24 უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ესწრებოდა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics